Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ბლინები ყველიერის კვირაში / gemrieli blinebi kvelieris kvirashi
2013-04-20, 4:17 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
ფქვილი – 600 გრ;
რძე – 600 გრ;
კვერცხი – 3 ცალი;
ზეთი - 50 გრ;
შაქარი – 1 სუფრის კოვზი;
მარილი – 1 ჩაის კოვზი;
საფუარი – 40 გრ.

რჩევა:
ბლინები შეგიძლიათ მოამზადოთ და შეაგემოთ სხვადასხვა ჯემით, მურაბით ან არაჟნით.

პირველი და ძირითადი საიდუმლო ბლინის გამოცხობისას – ტაფაა. უკეთესია, თუ იქონიებთ ტაფას მხოლოდ ბლინების გამოსაცხობად. განსაკუთრებით კარგია თუჯის ტაფა, რომელიც ჯერ კარგად უნდა გაახუროთ, შემდეგ წაუსვათ ცხიმი და მასზე გამოაცხოთ ბლინები.

მომზადების წესი:
300 გრ თბილ რძეს შევურიოთ საფუარი, ავურიოთ და წვრილი ნაკადით ჩავასხით ფქვილში. კვლავ კარგად ავურიეთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად. დარჩენილი 300 გრ რძე ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში, შევურიოთ კვერცხის გული, მარილი, შაქარი, ავურიოთ და დავუმატოთ საფუვრიან მასას.

კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავდგათ თბილ ადგილას. როცა ცომი კვლავ ამოფუვდება, შევურიოთ ცალკე, წინასწარ ამოყვანილი კვერცხის ცილა (აუცილებელი არ არის, ცილა გამაგრებამდე ამოვიყვანოთ. მთავარია, აქაფდეს).

ახლა კი დავასხათ ბლინის გამოსაცხობ, წინასწარ კარგად გაცხელებულ და ზეთწასმულ ტაფაზე, ხელის მოძრაობით გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 2014 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]