Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯანი წიწაკით / badrijani tscitscakit
2013-04-08, 2:52 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
ბადრიჯანი 4კგ.
ზეთი 0,5ლ.
ბულგარული წიწაკა 1,5კგ.
ნიორი 400გრ.
ოხრახუში 100გრ.
კამა 100გრ.
წყალი 1,2ლ.
მარილი 150გრ.
ხილის ძმარი 120გრ.
წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავწუროთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში, შევწვათ ზეთში და გავაცივოთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბიკებად და მოვთუშთ ცალკე ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ წიწაკა და კარგად ავურიოთ. გაციებული ბადრიჯანი ფენებად მოვათავსოთ ჭურჭელში, თითოეულ ფენაზე მოვათავსოთ მოთუშული ბულგარული წიწაკა ნივრით და მწვანილებით, კარგად დავპრესოთ და მოვასხათ ძმარი წყალში არეული. გავაჩეროთ 20 საათი, შემდეგ ყველაფერს კარგად ავურიოთ, ჩავაწყოთ მომზადებულ ქილებში და გავუკეთოთ სტერილიზაცია. (ნახევარლიტრიან ქილებს 20 წუთი).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1518 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]