Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფორთოხალი კარამელით და დარიჩინის ჩხირებით (tkbileuloba, kulinaria, mzareuli, gurmani, gemrieli receptebi)
2013-04-20, 5:51 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
ფორთოხალი - 8-10 საშუალო ზომის
შაქარი - 1 ჩ.ჭ.
დარიჩინის ჩხირი - 2 ც.
ფორთოხლის ლიქიორი - 2 ს.კ.
ფისტაშკები - გემოვნებით

რჩევა:
ამ ნუგბარის მომზადება ძალიან ადვილია და თან ორიგინალურობითაც შეძლებთ სტუმრებისა თუ ოჯახის წევრების გაოცებას

მომზადების წესი:
ორი ფორთოხლის კანი დაჭერით სიგრძეზე. დანარჩენი ფორთოხლები ისე გაფცქვენით, რომ გულმა ფორმა არ დაკარგოს და ლებნებად არ დაიშალოს. პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე დაადნეთ შაქარი, სანამ არ გაოქროსფრდება. შემდეგ გადადგით ცეცხლიდან და ფრთხილად შეურიერთ ჭიქანახევარი თბილი წყალი.

დადგით ისევ ცეცხლზე და დაელოდეთ, სანამ შაქარი დუღილს არ დაიწყებს. შემდეგ დაუმატეთ დარიჩინის ღერები და სიგრძეზე დაჭრილი ფორთოხლის კანი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში.

ბოლოს დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი და აურიეთ. გააცივეთ კარამელი ათი წუთის განმავლობაში და დაასხით მზა ფორთოხლებს. შემდეგ გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დატოვეთ რამდენიმე საათი მაცივარში.

ფისტაშკები ჩადეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხელ წყალში, მოაცალეთ კანი, დანაყეთ მსხვილად და მოაყარეთ კარამელში ჩადებულ ფორთოხლებს.

მასალის წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი” (გამოდის ორშაბათობით)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1719 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]