Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბატკნის ნეკნები მწვანილიანი საფანელით / batknis neknebi mtscvaniliani safanelit
2017-06-21, 7:14 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ოხრახუში - 1 კონა
პიტნა - 1-2 კონა
გამომშრალი პური - 1-2 ნაჭერი

მწანილიანი საფანელისთვის
როზმარინი - 1-2 ტოტი
მარილი და პილპილი
ბატკნის ნეკნები - 1 კგ
მდოგვი - 1 ს.კ

მომზადების წესი:
ხორცი გავრეცხოთ და შევამშრალოთ, მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და მსხვილი მარილი. შევბრაწოთ ყველა მხრიდან ზეითუნის ზეთში, ტაფაზე.
პარალელურად, გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე.

დაბრაწული ხორცი ღუმელში გადავიტანოთ 7-10 წუთი. ამასობაში კი მოვამზადოთ მწვანე ფხვიერი მასა - ქრამბლი.

გამომშრალი პურის ნაჭრები კომბაინში ან ბლენდერში მწვანილებთან ერთად დავაქუცმაცოთ.

გამოვიღოთ ხორცი ღუმლიდან და ფუნჯით გადავუსვათ მდოგვი, შემდეგ კი ამოვავლოთ მწვანე ნაფხვენში. შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ რამდენიმე წუთით.

რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ, მით უფრო შეიწვება ხორცი. მედიუმისთვის საკმარისია 5-10 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: batknis khorci, kulinaria mzareuli receptebi, გემრიელი კერძი, ბატკნის ხორცი, batknis xorci, gemrieli kerdzi, batkani, ბატკანი, კულინარია, რეცეპტი ნანახია: 1109 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]