Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კალმახი ფეიხოას საწებლით / kalmakhis feikhoas satsceblit
2016-06-17, 7:58 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა: (1 ულუფა)
2 ცალი კალმახი
300 გრ. ფეიხოა
100 მლ. ზეთი
1 ცალი ლიმონი
20 გრ. შაქარი
30 გრ. ქინძი
2 კბილი ნიორი
2 გრ. მარილი
2 გრ. პილპილი

მომზადების წესი:
კალმახი გავასუფთაოთ შიგნეულობისაგან, სურვილისამებრ ფხებისგანაც, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, თხელ ფენებად დაჭრილი ლიმონი ჩავაწყოთ კალმახის შუაგულში,ე.წ. "ჟარონაზე" დავაფინოთ ალუმინის ფურცელი და წავუსვათ ზეთი, თევზი რომ არ მიეკრას, შემდეგ მოვათავასოთ კალმახი და შევფუთოთ ყოველი მხრიდან, წინასწარ 165 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის მანძილზე.

გავრეცხოთ ფეიხოა მოვაჭრათ თავი და ბოლო და დავჭრათ რგოლებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში და დავასხათ წყალი, ოდნავ რომ დაიფაროს. დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ორი წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ. (ნახარში არ გადაღვაროთ). დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, შაქარი, გადაწურული წვენით გავათხელოთ საწებელი სასურველ კონსისტენციამდე, დავამატოთ ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით. ვაცადოთ გაგრილება.

სუფრასთან მიტანისას, სასურველია თევზი იყოს თბილი, საწებელი კი - გრილი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: feikhoa, kalmaxi, kulinaria mzareuli, კალმახი, feixoa, kalmakhi, თევზი თევზეული, tevzi tevzeuli, ფეიხოა, კულინარია მზარეული რეცეპტები ნანახია: 1274 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]