Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სოსისი "რძიანის" მობრაწულა / sosisi "rdzianis" mobratsula
2014-08-26, 10:40 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სოსისი "რძიანი" ნიკორა 6 ცალი
ბრინჯი 1 ჭიქა
ტკბილი წიწაკა, წითელი 2 ცალი
სტაფილო 2 ცალი
ყაბაყი, საშუალო ზომის 1 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი 1 თავი, პატარა ზომის
ჩერი პომიდორი 500 გ

სოუსი:
კვერცხი 3 ცალი
ყველი 100 გ
ნაღები 10-20% 200 გ
კამა 1 კონა
მწვანე ხახვი 1 კონა
მარილი და პილპილი
საფანელი

საჭირო ჭურჭელი
ქვაბი
დანა
საჭრელი დაფა
საწური
სახეხი
კოვზი
ტაფა
2 დიდი თასი
ცეცხლგამძლე ლანგარი 25x20სმ

მომზადების წესი:
1. მოამზადეთ ინგრედიენტები.
2. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ
საწურზე.
3. ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად.
მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროკოლი.
4. ყაბაყი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
5. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარ რგოლებად.
6. სტაფილო და ყველი გახეხეთ სახეხზე.
7. სოსისი "რძიანი" დაჭერით რგოლებად.
8. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და 3-5 წუთის განმავლობაში საშუა-ლო ცეცხლზე შუშეთ.
9. ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი სოსისი და ცოტა ხნით გააჩერეთ ცეცხლზე.
10. მოშუშული ბოსტნეული და სოსისი გადაიტანეთ ღრმა თასში და დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი.
11. კამა და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
12. კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თასში. გათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები.
13. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი.
14. სოუსს მოაყარეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
15. მომზადებული სოუსი მოასხით ბოსტნეულისა და ბრინჯის მასას. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ.
16. ცეცხლგამძლე ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი. შერეული მასა გადაიტანეთ ლანგარზე.
17. ზედაპირი კარგად მოასწორეთ და ზემოდან მოაწყვეთ პამიდორი.
18. ლანგარს გადააფარეთ ფოლგა და 30 წუთით შედგით წინასწარ 180° ჩ-ზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და გააჩერეთ ღუმელში 10 წუთით, რომ ზედაპირი მოებრაწოს.

გამოცხობის შემდეგ კერძი ცოტა ხნით გააჩერეთ ღუმელში. სუფრაზე მიიტანეთ პამიდვრის საწებელთან ერთად.

ვარიანტი: ბრინჯის პუდინგი სოსის "რძიანით"
2 ჭიქა ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გაწურეთ საწურზე. 8 ცალი სოსისი დაჭერით რგოლებად. 3 ცალი ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.
4 ცალი კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ და შედგით ცოტა ხნით მაცივარში. გამოიღეთ და შეურიეთ მოხარშულ ბრინჯსა და წვრილად დაჭრილ
1 კონა კამას. ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ღრმა ლანგარზე მოათავსეთ ბრინჯის მასის ნახევარი, მოასხით მოშუშული ხახვი და გათქვეფილი კვერცხის გული. მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი სოსისი "რძიანი" და ზემოდან მოაყარეთ ბრინჯის მასის დარჩენილი ნაწილი.
პუდინგს წაუსვით 2 სადილის კოვზი არაჟანი და მოაყარეთ 50 გ გახეხილი ყველი.
20 წუთით შედგით წინასწარ 160° - ზე გახურებულ ღუმელში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, kulinaria mzareuli, sachmlis momzadeba, საკვების მომზადება, საკვები, sakvebis momzadeba, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმლის მომზადება, საჭმელი ნანახია: 1327 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]