მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
როგორ მოვამზადოთ კეტჩუპი? / rogor movamzadot ketchupi?
2014-08-26, 10:26 PM |
შემადგენლობა:
6 კილოგრამი პომიდორი
4 კილოგრამი წითელი ბულგარული წიწაკა
10 ცალი მწვანე მწარე წიწაკა
5 თავი ხახვი
5 თავი ნიორი
10 ცალი დაფნის ფოთოლი
10 ცალი მიხაკი
10 ცალი პილპილის მარცვალი
1 კონა ოხრახუში
1 ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი
1 ჩაის ჭიქა შაქარი
200 გრამი კარტოფილის ფქვილი (კრახმალი)
მარილი
მომზადების წესი:
დაჭერით ინგრედიენტები, ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ. კარგად ხარშვის დროს ჩააყოლეთ ოხრახუში. გააცივეთ და გაატარეთ საცერში. ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩაუმატეთ თეთრი ძმარი, შაქარი და მარილი გემოვნებით.
ცალკე ქვაბში ამოიღეთ ორი ლიტრი ფაფა და ძალიან ფრთხილად შეურიეთ 200 გრამი კრახმალი. შემდეგ ჩააბრუნეთ და როგორც წესია ისე შეურიეთ დანარჩენ მასას, რომელიც დუღს. წამოადუღეთ 5 წუთით და კეტჩუპი მზად არის. ცხლადვე ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ ქილებში.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |