Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კვერცხის ფორმის სააღდგომო ლაბი / kverckhis formis saaghdgomo labi
2014-08-26, 10:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
7 კვერცხი
ლორი ან ძეხვი
100 გრ ქათმის ფილე
მუხუდო
სიმინდი
წითელი ბულგარული წიწაკა
2 ს/კ ჟელატინი
მწვანილი

მომზადების წესი:
• მოხარშეთ ქათმის ფილე (ადუღებიდან 20 წთ) მარილიან წყალში. ასევე, დაგჭირდებათ 1 ჭიქა ბულიონი, რომელშიც ფილე იხარშებოდა.

• გახსენით ჟელატინი გადადუღებულ, გაცივებულ წყალში და დატოვეთ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული.

• კარგად გარეცხილ კვერცხს ფსკერზე გაუკეთეთ 2-2,5 სმ დიამეტრის ნახვრეტი და გადმოასხით კვერცხის გული და ცილა. ისინი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ.

• კვერცხის ნაჭუჭის დეზინფექციისთვის მოათავსეთ ისინი რამოდენიმე წუთით თბილ, სოდიან წყალში.

• ლორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით პატარა კუბიკებად.

• წყალში გახსნილი ჟელატინი შეურიეთ 1 ჭიქა ბულიონს.

• კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ კვერცხის სპეციალურ დასადებზე ან პატარა ზომის ჭიქაში და ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები მასში შემდეგი თანმიმდევრობით მოათავსეთ: მწვანილი, ბულგარული წიწაკა, ქათმის ფილე, მუხუდო, სიმინდი.

• მოასხით ზემოდან ჟელატინნარევი ბულიონი და ერთი ღამით მაცივარში დატოვეთ.

• მზა კვერცხს მოაშორეთ ნაჭუჭი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, kulinaria mzareuli, sachmlis momzadeba, საკვების მომზადება, საკვები, sakvebis momzadeba, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმლის მომზადება, საჭმელი ნანახია: 1412 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]