Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სახლში გამომცხვარი ნივრიანი არომატული პური / sakhlshi gamomckhvari nivriani aromatuli puri
2014-09-01, 2:58 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თბილი წყალი - 240 მლ
მარილი - 2 ჩ.კ.
საფუარი - 2 ჩ.კ.
შაქარი - 1/2 ჩ.კ.
გამდნარი კარაქი - 120 გრ
მწვანე ხახვი - 1 ს.კ, დაჭრილი
ქონდარი - 1 ს.კ, დაჭრილი ( შეიძლება ჩანაცვლდეს ხმელითაც, მაგრამ 2/3 ს.კ.)
წითელი წიწაკის ფანტელები - 3/4 ს.კ.
ნიორი - 2-3 კბილი, ფირფიტებად დაჭრილი
ფქვილი - 4 ჭ (დაახლ. 600 გრ)
პილპილი - 1/2 ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაამატეთ ცოტა შაქარი. დადგით 5-10 წუთი - საფუარი უნდა ამოფუვდეს.
გაადნეთ კარაქი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ჩილის ფანტელები, დაჭრილი ნიორი.

ფქვილს დაამატეთ მარილის ნაწილი და პილპილი. ჩაასხით საფუარი და კარაქი, დაიწყეთ ზელვა. ცომი ადვილად უნდა სცილდებოდეს ჯამის კედლებს და ხელებს, უნდა იყოს, რბილი, ელასტიური და ცოტა მკვრივი.
დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. დაახლოებით 1 საათში უნდა გაორმაგდეს.

ღუმელი 230 გრადუსზე გაახურეთ. ცომი ფქვილიან მაგიდაზე გადმოიღეთ, მსუბუქად გადაზილეთ ხელით და მოაგუნდავეთ.
ქვაბს ან ღრმა ჯამს, რომელსაც ღუმელში შედგამთ, მოუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი. ჩადეთ ცომის გუნდა და ბასრი დანით ჯვრისებურად ჩაჭერით. ამ ჭრილში ჩაასხით 3 ს.კ ზეითუნის ზეთი, ზემოდანაც მოუსვით, მოაყარეთ მსხვილი მარილი (ზღვის მარილი საუკეთესოა) და წიწაკის ფანტელები.

დაახურეთ შესაბამისი თავსახური და აცხვეთ 30 წუთი, შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 200 გრადუსზე, თავსახური მოხადეთ და კიდევ 15 წუთი აცხვეთ.

პური კარგად ინახება ოტახის ტემპერატურაზე დაახლოებით 3 დღე


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, kulinaria mzareuli, sachmlis momzadeba, საკვების მომზადება, საკვები, sakvebis momzadeba, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმლის მომზადება ნანახია: 1484 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]