Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბანანის ტორტი შოკოლადითა და ყავის კრემით / bananis torti shokoladita da kacis kremit
2015-06-17, 5:41 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
(ცომისთვის)
10 კვერცხი
10 სუფრის კოვზი შაქარი
100 გრამი კაკაო
ვანილი

(კრემისთვის)
1 ლიტრი რძე
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
150 გრამი კარაქი
1 ქილა შესქელებული რძე
2-3 ცალი ბანანი

(სიროფისთვის)
1 ლიტრი წყალი
ნახევარი ჭიქა შაქარი
1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
1 სუფრის კოვზი კონიაკი
წყალი ავადუღოთ, დავამატოთ შაქარი, ხსნადი ყავა და კონიაკი.

(შოკოლადის მინანქრისთვის)
125 გრამი წყალი
250 გრამი შოკოლადი (თხილისა და ქიშმიშის გარეშე)
2 სუფრის კოვზი შესქელებული რძე
1 სუფრის კოვზი ზეთი
წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ შოკოლადი და რომ გადნება, მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცოტა რომ გაგრილდება, დაამატეთ შესქელებული რძე, ზეთი და ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ.

მომზადების წესი:
(ცომის მომზადება)
კვერცხების ცილა და გული გავაცალკეოთ.
გულები შევინახოთ.
ცილებს დავაყაროთ შაქარი და ამოვიყვანოთ კარგი ბეზე.
შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები.
ათქვეფილი მასა კარგად რომ გათეთრდება და ამოვა, ნელ-ნელა, ხის კოვზის დახმარებით, შევურიოთ 10 სუფრის კოვზი ფქვილი, მწიკვი ვანილი და კაკაო (უკეთესი იქნება, თუ ფქვილს და კაკაოს პატარა საცერის დახმარებით დაუმატებთ).
გამზადებული ცომი დავასხათ ცხიმწასმულ კალკაზე და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ.

(კრემის მომზადება)
რძე ჩავასხათ ქვაბში და დავადგათ ცეცხლზე.
ცალკე ჯამში შაქარი და ფქვილი ხელით კარგად ავურიოთ.
როგორც კი რძე ადუღებამდე მივა, შიგ ჩავყაროთ ერთმანეთში არეული შაქარი და ფქვილი და ცეცხლზევე დავიწყოთ მიქსერით თქვეფა.
კრემი რომ წამოდუღდება, მიქსერი გამოვრთოთ, ქვაბი გადმოვდგათ და კრემი გავაციოთ.
ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ კარაქი და თითო-თითო კოვზობით შევათქვიფოთ შესქელებული რძე. (შესაძლებელია, მოხარშულიც)

(ტორტის მომზადება)
გამომცხვარი ფენა ჯერ სიგრძეზე გაჭერით და შემდეგ სიგანეზე.
საბოლოდ, უნდა გამოვიდეს 4 ფენა.
თითოეული ფენა დანამეთ, წაუსვით კრემი და მოაწყეთ თხლად დაჭრილი ბანანი.
ბოლო ფენას გადაუსვით უკვე გაგრილებული, გამდნარი შოკოლადი და გააფორმეთ ბანანის ნაჭრებით.
მზა ტორტი ორი-სამი საათით შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, საკვები, recepti, kulinaria, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1541 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]