მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფენქეიქები / fenqeiqebi
2015-06-28, 6:15 AM |
შემადგენლობა:
2 ჭიქა (250 მლ) ფქვილი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი სოდა
2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
2 კვერცხი
2 ჭიქა კეფირი
2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
1. ორი ჭიქა კეფირში დავამატოთ სოდა, კარგად მოვურიოთ და 2-3 წუთი დაველოდოთ, რომ გაღვივდეს. შევურიოთ მარილი, შაქრის ფხვნილი, ოდნავ ათქვეფილი 2 კვერცხი. შევურიოთ გაცრილი ფქვილი და კარგად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი ან ზეთი და ასევე კარგად მოვურიოთ.
2. ბლინების ტაფა საკმაოდ ნელ ცეცხლზე შევდგათ და გავახუროთ. დიდი / ღრმა კოვზით ამოვიღოთ ცომი და დავასხათ ტაფის შუაგულში (ისე, რომ გამოგვივიდეს დიდი “ალადიკის” ზომის პანქეიკი). ამ წუთიდან ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ: როგორც კი ზედაპირზე ჰაერის ბუშტუკები გაჩნდება, ფრთხილად, თხელი კულინარული ნიჩბით გადააბრუნეთ პანქეიკი მეორე მზარეზე.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
1. თუ გადაბრუნებას დააგვიანებთ, და ცომში გაჩენილი ჰაერის ბუშტუკები ყველა დასკდება, პანქეიკი აღარ ამოვა და ნაკლებად ფუმფულა გამოგივათ. ამოსვლას პანქეიკი, ძირითადად, გადაბრუნების შემდეგ იწყებს.
2. მეორე მხარეზე პანქეიკი თავისუფლად შეგიძლიათ უფრო დიდი ხნის, 2-3 წუთის განმავლობაში გამოაცხოთ, იმისთვის რომ შიგნით უმი არ დარჩეს.
3. იმისთვის, რომ პანქეიკი უცებ არ გაყავისფერდეს, მოასწროს შიგნიდან გამოცხობა და ამავდროულად ოქროსფერი დარჩეს, გამოაცხვეთ იგი ძალიან დაბალ ცეცხლზე.
4. ტაფას ზეთის ან სხვა რაიმე ცხიმის წასმა არ სჭირდება, მხოლოდ კარგი გახურება ძალიან ნელ ცეცხლზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |