Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორაგულის ფილე ბაჟეში / oragulis file bajheshi
2015-06-17, 5:36 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
(მასალა 2 ულუფისთვის)
ორაგულის ფილე - 500 გრ
ნიგოზი - 150 გრ
ხახვი - 1/2
პურის (ან მჭადის) ფქვილი - 200 გრ
ზეთი - 150 გრ
ქინძი - 50 გრ
სუნელები: - ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი დაფქული წიწაკა, უცხო სუნელი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
ორაგულის ფილეს კუბიკებად ვჭრით.
თეფშზე ვყრით ფქვილს, ვუმატებთ მარილს და კარგად ვურევთ.
ნაზავში დაჭრილ ფილეს ვავლებთ და გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ვაწყობთ.
ფილეებს ორივე მხრიდან კარგად ვწვავთ საშუალო ცეცხლზე - ამას, დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება.
შემწვარ ფილეებს თეფშზე ვალაგებთ.

სანამ თევზის ფილე იწვება, პარალელურად დიდ თასში ვყრით გატარებულ ნიგოზს, გემოვნების მიხედვით ვამატებთ ყველა სუნელს, მარილს და ხელით კარგად ვზელთ.
ამ პროცესში ვასხამთ ცოტა წყალს, რათა მასა კარგად შეიკრას.
ისევ განვაგრძობთ ზელვას და გამოგვყავს ნიგვზის ზეთი, რომელსაც ცალკე პატარა ჭურჭელში ვასხამთ.

მოზელილ ნიგოზს ისევ წყალში ვხსნით სასურველ სისქეზე.
შეგვიძლია, ნიგოზი ბლენდერში ჩავასხათ, დავუმატოთ ცოტა წყალი და დავაბლენდეროთ. დაბლენდერებულ ნიგოზს ცალკე თასში ვასხამთ.
ხახვს და მწვანილს ვჭრით ძალიან წვრილად, ვყრით ბაჟეში, ვათხელებთ ცოტა წყლით და კარგად ვურევთ.
ცალკე ღრმა თეფშში ვალაგებთ ორაგულის ფილეს შემწვარ დაჭრილ კუბიკებს, ვაყრით ცოტა მარილს და ვასხამთ ბაჟეს ბოლომდე.
ზემოდან ვამატებთ ასევე ცოტა ნიგვზის ზეთს და კერძიც მზად არის.

შენიშვნა:
ბაჟეში, გემოვნების მიხედვით, შეგვიძლია, დავამატოთ 1 ც ლიმონის წვენი ან ძმარი.
კერძის მომზადებას, დაახლოებით, ნახევარი საათი დასჭირდება.
ვინაიდან ორაგულის ფილე საკმაოდ ძვირია, აღნიშნული კერძის ორი ულუფის მომზადება, დაახლოებით, 15.90 ლარი დაგიჯდებათ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, საკვები, recepti, kulinaria, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 2467 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]