Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ალუბლის შერბეთი / alublis sherbeti
2015-07-17, 1:48 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ჭიქა კურკაგაცლილი ალუბალი თავისივე წვენით
1.5 ჭიქა რძე
შაქარი გემოვნებით
1 ს.კ მაღარლცხიმიანი ნაღები
1 ს/კ რომი
1 ცალი ლიმონი

მომზდების წესი:
1. გაასუფთავეთ ალუბალი და გამოაცალეთ კურკები. ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ კურკაგაცლილი ალუბალი თავისივე წვენით ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. გამოწურეთ ლიმონი.

3. ალუბალს ბლენდერში დაუმატეთ ლიმონის წვენი, რძე, ნაღები და რომი, კვლავ კარგად დააბლენდერეთ.

4. მიღებული მასა ჩაასხით პლასტმასის კონტეინერში და სუფრასთან მიტანამდე 24 საათით ადრე შედგით მაცივარში.

5. შერბეთი მზადაა! სუფრაზე გასატანად, მიღებული დესერტი შეგიძლიათ გადაიტანოთ მაღალყელიან ჭიქებში, ან სპეციალურ დესერტის თეფშზე თქვენი გემოვნების მიხედვით. სურვილისამებრ გააფორმეთ პიტნით, ლიმონით ან ლაიმით.

Bon Appétit!
გემრიელად მირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, recepti, საკვები, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1405 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]