Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საზაფხულო ტორტი მარწყვით, ალუბლითა და ბანანით / sazafkhulo torti martskvit, alublita da bananit
2015-06-22, 9:32 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
წყალი - 1 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
კარაქი - 100 გრ
კვერცხი - 4

კრემი:
კვერცხის გული - 3
შაქარი - 150 გრ
სახამებელი - 3 ს.კ.
რძე - 350 მლ
დარბილებული კარაქი - 300 გრ
ვანილი
ათქვეფილი ნაღები - 300-400 გრ

მომზადების წესი:
მოვამზადოთ მოხარშული ცომი. წყალი და კარაქი გავაცხელოთ, რომ ადუღდება ჩავამატოთ ფქვილი და ცეცხლს დავუწიოთ. ხის კოვზით ვურიოთ, ცომი მოიხარშება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება. დავამატოთ კვერცხები სათითაოდ და 1/2 ჩ.კ მარილი, თან ვთქვიფოთ.
მიღებული ცომით უნდა გავაკეთოთ ოთხი საშუალო ზომის ფორფიტა.
ცომი შედარებით წვრილთავიანი საკონდიტრო ტომრით უნდა გავანაწილოთ ქაღალდჩაფენილ საცხობ ტაფაზე, ისე როგორც ფოტოებშია ნაჩვენები, ბადის ფორმით.

მოვამზადოთ კრემი: კვერცხი, შაქარი, სახამებელი და რძე კარგად ავურიოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. გავაციოთ და შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი ვანილთან ერთად

ოთხივე ფენას წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ხილი, ზემოდან და გვერდებზე მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით და დავალაგოთ ხილი.

ხილი რაც მეტი იქნება, უკეთესია, უხდება მომჟავო არომატები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, recepti, საკვები, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1516 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]