Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მარტივად მოსამზადებელი ''კარტოფილის ნავები'' / martivad mosamzadebeli "kartofilis navebi"
2015-06-28, 6:09 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 დიდი კარტოფილი
100 გ ბეკონი
6 კვერცხი
120 გ ყველი ჩედარი
2-3 ღერი მწვანე ხახვი
30 გ ნაღების კარაქი
მარილი
შავი პილპილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. თითოეული მათგანი დაჩხვლიტეთ 2-3 ადგილას, კოვზით წაუსვით ზეითუნის ზეთი, შეახვიეთ ალუმინის ფოლგაში და დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში დაახლოებით 50-55 წუთის განმავლობაში (რაც უფრო დიდია კარტოფილი, მით მეტი დრო სჭირდება).
სანამ კარტოფილი აირღუმელშია, დაჭერით წვრილად ბეკონი და ხახვი, გახეხეთ ჩედარი, კარაქი გაყავით 6 ნაწილად, შემდეგ კარტოფილი გამოიღეთ აირღუმელიდან და ოდნავ შეაგრილეთ; მოაშორეთ ფოლგა, მოაჭერით ზედა ნაწილი და კოვზით ამოიღეთ გული.
თითოეულ კარტოფილში ჩადეთ კარაქის ნაწილი, მოაყარეთ გახეხილი ჩედარი, ცოტა ბეკონი. ჩაახალეთ თითო კვერცხი. ზემოდან კიდევ მოაყარეთ ცოტა ბეკონი, ყველი, დაჭრილი ხახვი, მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი და გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, საკვები, recepti, kulinaria, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1743 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]