მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კრევეტები მანგოს დრესინგით / krevetebi mangos dresingit
2015-06-21, 1:49 PM |
შემადგენლობა:
12 ცალი გარჩეული კრევეტი
100 გ სალათის ფოთლები
1 ცალი მწიფე მანგო
1 ცალი პატარა
წითელი წიწაკა, ჩილი
4 ს.კ. ფორთოხლის წვენი
2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
შაქარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ. მანგო გავფცქვნათ, გავჭრათ, კურკა ამოვიღოთ და სეგმენტებად დავჭრათ. წიწაკა თხელ რგოლებად დავჭრათ. ფორთოხლის წვენი, ძმარი, მწიკვი შაქარი, მარილი და პილპილი ავურიოთ. დავასხათ ზეთი. დარჩენილი 2 ს.კ. ზეთი ტაფაზე გავაცხელოთ, ზედ მოვათავსოთ კრევეტები და დავბრაწოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ წიწაკა, მარილი და პილპილი. სალათის ფოთლებსა და მანგოს მომზადებული სოუსი შევურიოთ და ზედ დავაწყოთ კრევეტები.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |