Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ყველაზე ფაფუკი ხაჭაპური / kvelaze fafuki khachapuri
2015-07-17, 12:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 1 კგ
თბილი წყალი ან რძე - 500 მლ
საფუარი - 1,5 ს.კ.
შაქარი - 1 ს.კ.
მარილი - 1/2 ჩ.კ.
ზეთი - 1/3 ჭიქა
იმერული ჭყინტი ყველი - 500 გრ
რძე ან არაჟანი
კარაქი თავზე მოსასმელად

მომზდების წესი:
1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი და დადგით 5-10 წუთი. ფქვილი დაყარეთ გროვად, გაუკეთეთ ღრმული, ჩაასხით ამ ღრმულში მომზადებული საფუარი და მოზილეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაასხით ზეთი და კარგად კიდევ ერთხელ გადაზილეთ. შეფუთეთ და დადგით ასაფუებლად.
2. გახეხეთ ყველი, დაასხით რძე ან არაჟანი, ოღონდ ძალიან არ გაათხელოთ.
3. ცომი რომ აფუვდება, ამოქენით გუნდები და დააწყვეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.
10 წუთის შემდეგ გააბრტყელეთ გუნდები, ჩაუდეთ გულში ყველი, ყველს მოაყარეთ ფქვილი და შეუკარით თავი. გააბრტყელეთ ორივე მხრიდან და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ან ტაფაზე.
გამომცხვარს თავზე მოუსვით კარაქი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, recepti, საკვები, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1779 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]