Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩინური ტორტი მარწყვით / chinuri torti martskvit
2015-06-19, 1:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მარწყვი - 1 კგ
შაქარი - 3 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
ვანილი - 2 შეკვრა
"პეჩენია" - 2 შეკვრა
თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
მდუღარე წყალი - 1 ლ

მომზადების წესი:
1. მოვამზადოთ მოხარშული კრემი: 1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი, ვანილი და 0,5 ჩ/კ მარილი კარგად ავურიოთ, დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ. რომ ადუღდება დავტოვოთ ცეცხლზე სანამ მოოქროსფრო არ გახდება (დაახლოებით 5 წუთი). გავაციოთ და შევურიოთ 400 გრ კარგად ამოყვანილი კარაქი, ვანილი და 2 ს/კ კონიაკი.
2.კარგად გარეცხილ მარწყვს დავაყაროთ შაქარი და დავტოვოთ 30 წუთი.
3. დავფხვნათ ნებისმიერი სახის "პეჩენია".
4. დავჭრათ მოხალული თხილი
5.სასურველი ზომის ჭურჭელში (შგვიძლია გამოვიყენოთ ჭიქები ან ერთი საშუალო ზომის გამჭვირვალე ჭურჭელი) ფენაფენა ჩავდოთ კრემი, მოვაყაროთ დაფხვნილი "პეჩენია", დაჭრილი თხილი და დაშაქრული მარწყვი სანამ ჭურჭელს არ გავავსებთ.
6. ზემოდან მოვრთოთ მარწყვებით და შევდგათ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, kulinaria, recepti, საკვები, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 3716 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]