Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლოქო ქინძმარში – უგემრიელესი კერძი 20 წუთში / loqo qindzmarshi - ugemrielesi kerdzi 20 tscutshi
2015-06-17, 5:32 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ლოქო (ან ლოქოს ფილე) – 500 გრ
ხახვი – 1 ც
ლიმონი – ნახევარი
დაფნა – 4-5 ფოთოლი
ქინძი – 200 გრ
ძმარი – 300-400 გრ
მარცვალი პილპილი – 10-12 ცალი
წითელი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
მარინადი, რაშიც ლოქოს ხორცი უნდა მოვხარშოთ:
მოზრდილ ქვაბში ვასხამთ 1 ლ წყალს, ვყრით 10-12 მარცვალ პილპილს, დაფნის ფოთლებს, ოთხად დაჭრილ ხახვს და ასევე ოთხად დაჭრილ ნახევარ ლიმონს, ძმარს, 3 ს/კ მარილს, რამდენიმე ღერ ქინძს და ვადუღებთ.
წამოდუღებიდან კიდევ 5 წუთი ვხარშავთ მარინადს, შემდეგ მასში ვყრით კარგად გასუფთავებულ და კუბიკებად დაჭრილ ლოქოს ხორცს და ვხარშავთ.
მოხარშვას, დაახლოებით, 7-8 წუთი დასჭირდება.
სანამ ლოქო მოიხარშება, მანამდე ბლენდერში ვყრით ქინძს, 2 ჭიქა წყალს, გემოვნების მიხედვით ვამატებთ ცოტა ძმარს, მარილს, ცოტა დაფქულ წიწაკას და კარგად ვაბლენდერებთ.
მოხარშული ლოქოს ხორცი ამოგვაქვს მარინადიდან, ვათავსებთ ღრმა ჯამში და ზემოდან ვასხამთ დაბლენდერებულ მასას.
კერძი მზადაა.

შენიშვნა:
სასურველია, რომ კერძი მომზადებიდან ერთი საათის განმავლობაში მაინც გავაჩეროთ ღრმა ჯამში, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაჯდეს.
ლოქოს ქინძმარში მომზადებას, დაახლოებით, 20 წუთი დასჭირდება.
აღნიშნული რაოდენობის კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტების შეძენა, დაახლოებით, 12 ლარი დაგიჯდებათ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, რეცეპტი რეცეპტები, mzareuli, საკვები, recepti, kulinaria, კულინარია მზარეული, receptebi, sakvebis momzadeba, საჭმლის მომზადება ნანახია: 1642 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nikolozqartveli  
0 Spam
davagemovne romelighaca restoranshi am receptis tsakitkhvis shemdeg da sakmaod mometscona, axla ki vapireb tviton movamzado smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]