Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადისა და თაფლის ტორტი / shokoladisa da taflis torti
2014-08-31, 8:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 3
შაქარი - 1/2 ჭიქა
თაფლი - 3 ს.კ.
სოდა - 1 ჩ.კ, სავსე
კაკაო - 3 ს.კ.
კარაქი - 60 გრ
ფქვილი - 2.5 ჭიქა

კრემი:
რძე - 2 ჭიქა
კვერცხი - 2
შაქარი - 2/3 ჭიქა
ვანილი
კაკაო - 2 ს.კ.
ფქვილი - 2 ს.კ.
კარაქი - 100 გრ
ნიგოზი - 200 გრ

მინანქარი:
რძე - 2 ს.კ.
კაკაო - 2 ს.კ.
შაქარი - 3 ს.კ.
კარაქი - 30 გრ
არაჟანი - 1 ს.კ.

მომზადების წესი:
თავდაპირველად მოვამზადოთ მოხარშლი კრემი. რძეში გავხსნათ შაქარი, ფქვილი, ვანილი და კვერცხი. მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, ხშირი მორევით, ისე რომ კრემს დუღილის საშუალება არ მივცეთ.
შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ და შევურიოთ კაკაო. ვაცალოთ გაციება.

ცომისთვის ერთმანეთში შევურიოთ შაქარი, თაფლი, კვერცხი, სოდა და კარაქი. დავდგათ ორთლის აბაზანაზე. ყველაფერი უნდა გადნეს და ერთგვაროვანი მასა გახდეს. გადმოვდგათ ორთლიდან და შევურიოთ კაკაო. ცოტა გავაგრილოთ და შევურიოთ ფქვილიც. მიღებული რბილი ცომი 8 ნაწილად გავყოთ.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ტაფას დავაფინოთ ქაღალდი. ცომის თითოეული ნაწილი თხლად გავაბრტყელოთ დაახლოებით 20 სმ დიამეტრის ფირფიტებად. გვერდები ლამაზად შემოვუსწოროთ. ჩამოჭრილი ნარჩენები კვლავ გავაბრტყელოთ და ისიც გამოვაცხოთ . შემდეგ დავფხვნათ ნამცხვარზე მოსაყრელად.
ფირფიტები გამოვაცხოთ 3-5 წუთის განმავლობაში - სწრაფად ცხვება.

გაციებულ მოხარშულ კრემს შევათქვიფოთ კარაქი. ნიგოზი დავჭრათ. ფირფიტებს წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი. ზედა ბოლო ფენას კრემი არ უნდა წავუსვათ, მხოლოდ გვერდებს.

ქვაბში შეურიეთ მინანქრის ყველა ინგრედიენტი. წამოადუღეთ და ხარშეთ 2 წუთი დაბალ ცეცხლზე. ცხელი მინანქარი დაასხით ტორტის ცენტრში და გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. ტორტს გვერდებზე მოაყარეთ ფირფიტის ნაფხვენები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, sachmlis momzadeba, kulinaria mzareuli, საკვები, საკვების მომზადება, sakvebi, sakvebis momzadeba, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმლის მომზადება ნანახია: 2330 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]