Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს პასქა ნუშითა და ჩირით / khachos paska nushita da chirit
2014-08-26, 11:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 გრ ხაჭო
2-3 ცალი კვერცხი
200 გრ არაჟანი
100 გრ შაქრის პუდრა
100 გრ ნაღების კარაქი
სხვადასხვანაირი ჩირი (სურვილისამებრ), ნუში, ქიშმიში, ვანილი

მომზადების წესი:
ხაჭო დააბლენდერეთ, უნდა მიიღოთ პიურეს მსგავსი მასა. დადგით ნელ ცეცხლზე სქელძირიანი ქვაბი, ჩააგდეთ კარაქი. როცა დარბილდება, დაუმატეთ ხაჭო და კარგად ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ისევ საგულდაგულოდ მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხი ისე, რომ არ შეაჩეროთ მორევა. მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი. როცა ის დუღილს დაიწყებს, გადმოდგით და ქვაბი მოათავსეთ ყინულში ან ცივ წყალში და ურიეთ მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაცივდება.

დაჭერით ნუში, ჩირები. შემდეგ ვანილთან და ქიშმიშთან ერთად შეურიეთ ხაჭოს მასას. აიღეთ ისეთი ჭურჭელი, როგორი ფორმაც გინდათ, რომ პასქას ჰქონდეს, ჩააფინეთ დოლბანდი და მასა ჩაასხით შიგნით, შეფუთეთ და შედგით მაცივარში 12 საათით მაინც. გაციებული პასქა ზემოდან გააფორმეთ ისევ ნუშითა და სხვადასხვა ფერის ჩირით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sachmeli, kulinaria mzareuli, sachmlis momzadeba, საკვების მომზადება, საკვები, sakvebis momzadeba, sakvebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, საჭმლის მომზადება, საჭმელი ნანახია: 1250 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]