Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჰაეროვანი, არომატული და წვნიანი თევზის ღვეზელი / haerovani, aromatuli da tsvniani tevzis ghvezeli
2016-10-05, 0:02 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ორაგულის ფილე ან ნაკლებმარილიანი, გამოყვანილი კალმახი, 300 გ
ფენოვანი ცომი 1 შეკვრა (1 კგ)
კვერცხი 2 ცალი
მწვანე ხახვი 1 ხახვი
ბრინჯი 1 ჭიქა
ზეთი წასასმელად

მომზადების წესი:
ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ. კვერცხის მოხარშეთ მაგრად.
ცომი გაალღვეთ, გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ ოდნავ თითოეული. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და დადეთ ცომის ერთი ფირფიტა, ამოუწიეთ კიდეები.
დაამუშავეთ თევზი: მოაცალეთ კანი, პინცეტით ამოაცალეთ ფხები, თუ აქვს. მიღებული ფილე დაჭერით თხელ ფირფიტებად. დაჭერით მწვანე ხახვი წვრილად, კვერცხი - კბიკებად.
ცომის ფირფიტაზე გაანაწილეთ თაბრად ფენებად მოხარშული და გაცივებული ბრინჯი, მწვანე ხახვი, კვერცხი. ზემოდან კი თევზის ნაჭრები.
დააფარეთ ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა და შეუკარით კიდეები. ზემოდან წაუსვით ზეთი, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა ჰაერი გარეთ გამოვიდეს.
ყურადღება: ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ შაქარი (დაახლოებით 1 ს/კ). ეს ხრიკი დაგეხმარებათ, გაამძაფროთ კერძის გემო და ღვეზელი ხრაშუნაკანიანი გამოვიდეს.
გაახურეთ ღმელი 180 გრადუსზე, მოათავსეთ ღვეზელი და აცხვეთ 40 წუთი. როცა კერძი მზად იქნება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ 10 წუთი.
გამოდის საოცრად გემრიელი, არომატული და ნოყიერი ღვეზელი...


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: oraguli, kalmaxi, ორაგულის ფილე, oragulis file, კალმახი, tevzis gvezeli, kalmakhi, tevzis ghvezeli, ორაგული, თევზის ღვეზელი ნანახია: 1531 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]