Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ღვეზელი კენკრის კრემით / gemrieli ghvezeli kenkris kremit
2017-06-21, 8:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ცალი კვერცხი
0.75 ჩ/კ მარილი
2 ჭიქა რძე
3-4 ს/კ წყალი
0.75 ჭიქა შაქარი
1 ცალი კვერცხის ცილა
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
150 გრამი კარაქი
0.5 ჭიქა ფქვილი
0.25 ჩ/კ მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:
კარაქი გაადნეთ, შეურიეთ ფქვილს, ½ ჩაის კოვზ მარილსა და ცივ წყალს. იქამდე ურიეთ, სანამ ცომს არ მიიღებთ. ცომი ღვეზელისთვის განკუთვნილ საცხობ ფორმაში მოათავსეთ.

კვერცხი, შაქარი, დარჩენილი მარილი და ვანილის ექსტრაქტი ერთმანეთში შეურიეთ. დროდადრო რძე დაუმატეთ. სილიკონის ფუნჯის დახმარებით, ათქვეფილი კვერცხის ცილა ღვეზელს გადაუსვით. აუცილებელია, რომ ფორმის კიდურები ძალიან ვიწრო არ იყოს.

კრემი ღვეზელის ფორმაში ჩაასხით. მოაყარეთ მუსკატის კაკალი. ღუმელში აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. სანამ სუფრასთან მიიტანთ, ღვეზელი შეგიძლიათ ქოქოსით ან კენკრის კრემით მორთოთ.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, vanilis eqstraqti, kulinaria, ghvezeli, perogi, პეროგი, მუსკატის კაკალი, muskatis kakali, ღვეზელი, ვანილის ექსტრაქტი ნანახია: 1155 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]