Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ატმისა და ვანილის რიზოტო თეთრი შოკოლადით / atmisa da vanilis rizoto tetri shokoladit
2017-09-25, 6:24 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 ატამი
6 სუფრის კოვზი შაქარი
1/2 დარიჩინის ჩხირი
1 ფორთოხლის ცედრა და წვენი
85 გრ. კარაქი
2 ვანილის ჩხირი
325 გრ. რიზოტოს ბრინჯი
160 მლ. თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო
1 ლიტრი ცხიმიანი რძე
100 გრ. თეთრი შოკოლადი
100 გრ. შავი შოკოლადი
პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:
პირველ რიგში მოვთუშოთ ატამი. ამისთვის ატამი დავჭრათ პატარა კუბებად, ჩავყაროთ ქვაბში 4 ს.კ. შაქართან ერთად, დავამატოთ დარიჩინის ჩხირი, ერთი ვანილის ჩხირი და თესლი, ფორთოხლის წვენი და ცედრა. ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. ძალიან არ დავარბილოთ. გადავდოთ და მოვამზადოთ რიზოტო.
მეორე ქვაბში ჩავაგდოთ 50 გრ. კარაქი და ვანილის თესლი, დადგათ დაბალ ცეცხლზე 1 წუთით. შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი დარჩენილ შაქართან ერთად, დავამატოთ ღვინო და მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ღვინო აორთქლდება, შემდეგ ნელ-ნელა რძეს, ბრინჯის მოხარშვამდე. დაახლოებით 15 წუთი უნდა ვხარშოთ ბრინჯი, ის კარგად უნდა დარბილდეს. შეიძლება ოდნავ მეტი სითხე დასჭირდეს, შეგიძლიათ რძე ან წყალი დაამატოთ. როცა ბრინჯი მზად იქნება გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ თეთრი შოკოლადი.
მოვათავსოთ ცოტაოდენი რიზოტო ღრმა თეფშში. შუაში ჩავდოთ შავი შოკოლადი (სურვილისამებრ) და დავადოთ მეორე ფენა რიზოტო. გავაფორმოთ ატმითა და პიტნის ფოთლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: რიზოტო, brinji, ბრინჯი, ატამი, თეთრი შოკოლადი, ვანილი, vanili, tetri shokoladi, rizoto, atami ნანახია: 1057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]