Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრინჯის, კრევეტის, ბეკონისა და კრაბის ჩხირის ნაზავი - გამბო / brinjis, krevetis, bekonis da krabis chkhiris nazavi - gambo
2017-10-04, 12:59 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
5 დიდი კრევეტი
100 გრ. პატარა კრევეტი
250 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
200 გრ. სიმინდის მარცვლები
100 გრ. კრაბის ჩხირები
6 ცალი ოკრა
150 გრ. ბეკონი
100 გრ. ბრინჯი
1 სუფრის კოვზი ტომარის პასტა
100 გრ. კანგაცლილი პომიდორი წვენში
1-1 წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
150 გრ. ზეთი
1 ლიტრი ქათმის ბულიონი
3 ღერო ნიახური
4 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ტობასკო
3 ჩაის კოვზი ვორჩესტერის სოუსი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ბეკონს ვჭრით პატარა კუბებად და ვშუშავთ ზეთიან ტაფაზე, შემდეგ ვამატებთ ოკრას, ბოლოს ბულგარულებს. დაგვჭირდება დიდი ზომის ქვაბი. მზადების დროს დაგვჭირდება წლის დამატება, ბევრის არა, რომ არ გამოვიდეს ძალიან წყალწყალა.
მოშუშული ბოსტნეული გადაგვავქვს ქვაბში, ვამატებთ ქათმის ბულიონს, წამოდუღების შემდეგ ღვინოს, სიმინდს, კანგაცლილ პომიდორს თავისივე წვენით, ტომატის პასტას, ნიახურის დაჭრილ ღეროებს და წამოვადურებთ. შემდეგ ვამატებთ კრევეტებს და დაჭრილ კრაბის ჩხირებს. ვადუღებთ 5 წუთი, ბოლოს ვუმატებთ ტობასკოს, ვორჩესტერის სოუსს და მარილს. ბრინჯს ვუმატებთ 2-ჯერ მეტ წყალს. წამოდურების შემდეგ ვხარშავთ დაბალ ცეცხლზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: gambo, krabis chkhiri krabis chxiri, ბრინჯი, bekoni, კრევეტი, kreveti krevetebi, brinji, კრაბის ჩხირი, გამბო, ბეკონი ნანახია: 1008 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]