Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თეთრი თევზის რულეტი ლორის ფირფიტაში / tetri tevzis ruleti loris firfitashi
2017-11-09, 7:53 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თეთრი თევზის ფილე - 700 გ
ლორი - 300 გ
თეთრი მშრალი ღვინო - 100 მლ
ხახვი - 1 თავი
ბრინჯი - 1,5 ჭიქა
მარილი და პილპილი
რეჰანი ან ბაზილიკი - 20 გ
ოხრახუში - 20 გ
ლიმონი - 0,5 ცალი
ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესი:
გახეხეთ ხახვი და მიღებული ფაფა წაუსვით თევზის ფილეს. დაასხით თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ბაზილიკი და ოხრახუში დაჭერით წმინდად. ლორის ფირფიტები გაყავით 2 ნაწილად, ფირფიტებზე გაანაწილეთ დაჭრილი მწვანილი და დაადეთ თევზის ფილე, მოასხით ლიმონის წვენი და გადაახვიეთ თევზი ლორის ფირფიტაში. გააჩერეთ, რათა დამარინადდეს 2-3 საათი.
გამოსაცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი და მოაყარეთ უმი ბრინჯი. ზემოდან დაალაგეთ თევზი, მოასხით ზეთი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
ბრინჯი ამ შემთხვევაში თევზისთვის მხოლოდ ბალიშია, რათა მან არ მიიწვას. ხოლო სუფრასთან უმჯობესია მიიტანოთ კარტოფილის პირესთან ან ბოსტნეულის სალათთან ერთად.
მოასხით არომატულ თევზს ტარტარი ან სხვა ნებისმიერი არაჟნის სოუსი - სტუმრებისა და ოჯახის წევრების აპლოდისმენტები გარანტირებული გაქვთ!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tevzis file, tevzis ruleti, bekoni, თევზის ფილე, lori, თევზის რულეტი, tetri tevzi, ლორი, ბეკონი, თეთრი თევზი ნანახია: 853 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]