Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჭინჭრის ხვეულა / chinchris khveula
2018-06-14, 1:37 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

ცომი:
ფქვილი - 100 გ
კარტოფილი - 500 გ
კვერცხი - 1 ცალი
მარილი

გულსართი:
ჭინჭარი - 1 კგ
ზეთი
ხახვი - 1 ცალი, პატარა თავი
ახალი ნიორი - 1 ცალი
მარილი და წიწაკა

მომზადების წესი:
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და დავჭყლიტოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ
ცომი. გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და გავაჩეროთ გულსართის მომზადებამდე. ჭინჭარი მოვწალოთ მდუღარე წყალში
3-5 წთ., გავწუროთ და დავკეპოთ დანით. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვშუშოთ ზეთში.
დავუმატოთ ახალი ნიორი და დაკეპილი ჭინჭარი. მოვშუშოთ დაახლოებით 10 წთ და გავაცივოთ. ცომი გავაბრტყელოთ,
ზემოდან დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში. ბოლოები შევუკრათ ძაფით. ქვაბში ავადუღოთ წყალი
და ჩავდოთ რულეტი. ვხარშოთ 30 წთ., შემდეგ ამოვიღოთ და გავაცივოთ. დავჭრათ ნაჭრებად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ჭინჭარი, gulsarti, ruleti, chinchari, comi, რულეტი, კარტოფილი, გულსართი, ცომი, kartofili ნანახია: 1270 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]