მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ლავაშის რულეტი კიბორჩხალას ჩხირებით / lavashis ruleti kiborchkhalas chkhirebit
2017-08-24, 0:53 AM |
შემადგენლობა:
კიბორჩხალას ჩხირები ("კრაბი") - 200 გ
თხელი ლავაში
კიტრი - 1 ცალი
მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
სალათის ფოთლები
მაიონეზი
კეტჩუპი - სურვილისამებრ
მარილი
ტაბულა
მომზადების წესი:
გაშალეთ ლავაშის ფურცელი, წაუსვით მთლიანად მაიონეზე. შურვილისამებრ ცოტა კეტჩუპიც.
შემდეგ დააფინეთ სალათის ფოთლები (წინასწარ გარეცხეთ და გააშრეთ).
მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და დაჭერით. დაალაგეთ სალათის ფოთლებზე და მოასხით თხლად მაიონეზი.
დაჭერით კიბორჩხალას ჩხირები წვრილად და თანაბრად გაანაწილეთ ლავაშზე. შეგიძლიათ უბრალოდ გაშალოთ კიბორჩხალას ჩხირები და ისე დააფინოთ.
და ბოლო ფენა – კიტრი.დაჭერით კიტრი ჩხირებად და გაანაწილეთ თანაბრად. მოაყარეთ ცოტა მარილი.
ახლა, როცა ყველაფერი დავალაგეთ ლავაშზე, გადავახვიოთ ის მჭიდრო რულეტად. ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რადგან ლავაშს უკვე გამჯდარი ექნება მაიონეზი და დარბილდებოდა.
შედგით ცოტა ხნით მაცივარში, შემდეგ დაჭერით წრეებად და გადაიტანეთ თეფშზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |