Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლის სალათა კიბორჩხალის ჩხირებით / vashlis salata kiborchkhalis chkhirebit
2017-09-09, 9:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ვაშლი - 2 ცალი მოზრდილი
ნიორი - 1 კბილი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ + ვაშლზე მოსასხმელად
ზეთი - 4 ს/კ
მწვანე ხახვი - 2 ღერი
ახალი კომბოსტო - 0,5 თავი
კიბორჩხალის ხორცი - ან ჩხირები 400 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
გაფცქვენით ერთი ვაშლი, ამოაჭერით გულები და დაჭერით წვრილად. გაფცქვენით და დაჭერით ნიორი, დაუმატეთ ვაშლს ნიორი, ლიმონის წვენი (1ს/კ), ზეთი და დააბლენდერეთ.
დაუმატეთ მარილი.
მეორე ვაშლი დაჭერით 12 თხელ, მრგვალ ნაჭრად, მოასხით ლიმონის წვენი. დაჭერით მწვანე ხახვი, კომბოსტოც დაჭერით ძალიან წვრილად. დაძენძეთ კიბორჩხალის ხორცი.
აურიეთ ერთმანეთში კიბორჩხალის ხორცი, მწვანე ხახვი, კომბოსტო და ვაშლის პიურე. თეფშზე მოათავსეთ ვაშლის მრგვალი ნაჭერი, ზემოდან დაადეთ 1,5 ჩ/კ სალათა, დააფარეთ ვაშლის მეორე რგოლი, დაადეთ კვლავ სალათა. ასე გაიმეორეთ ვაშლის ყველა ნაჭერზე.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სალათი, კიბორჩხალის ჩხირები, სალათა, კიბორჩხალა, salatebi, kiborchxalis chxirebi, kiborchxala, kiborckhala, kiborckhalis chkhirebi, vashlis salata ნანახია: 849 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]