მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ძველი ქართული საგაზაფხულო კერძი — ჯაჯირი / dzveli qartuli sagazafkhulo kerdzi — jajiri
2018-04-10, 7:10 PM |
შემადგენლობა:
400 გრ. მაწონი
1 ტოსტის პური
2 გრ. დაღერღილი წიწაკა
10 გრ. ოხრახუში
50 გრ. ნუში გარჩეული
100 გრ. ყველი კალტი
100 გრ. მოცხარი
მომზადების წესი:
კუბებად დავჭრათ ტოსტის გული, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ ოხრახუში და ცოტა ოდენი მარილი. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.
დავჭრათ კიტრი, მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა და დაკეპილი ნუში. ზემოდან მოვასხათ მაწონი. გავაფორმოთ გახეხილი ყველით, მოცხარით, ოხრახუშით და გამოცხობილი ტოსტის კუბებით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |