Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორაგული ვაშლის სოუსით / oraguli vashlis sousit
2017-12-19, 6:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გრ. ორაგულის ფილე
200 გრ. ლიმონი
100 მლ. ზეითუნის ზეთი
70 გრ. ბროკოლი
60 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
5 გრ. ნიორი
10 გრ. კენკრა
5 გრ. ნუში
მიკრომწვანილი
ზღვის მარილი
პილპილის მიქსი
სოუსი:
300 გრ. მწვანე ვაშლი
200 გრ. ლიმონი
100 მლ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. თაფლი
1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
გავასუფთაოთ ორაგულის ფილე. მოვასხათ ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მივათავსოთ ორაგულის ფილე და დაჭყლეტილი ნიორი შესაწვავად. გარნირი: ამავდროულად, ავადუღოთ წყალი და მოვათავსოთ ორთქლზე გასუფთავებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. გადავიტანოთ ჯამში დარბილებული ბოსტნეული. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი.
სოუსი: გავჭრათ ვაშლი და ამოვიღოთ გული. შემდგომ დავჭრათ პატარა კუბებად და მოვათავსოთ ბლენდერში სოუსის ინგრედიენტებთან ერთად. ლიმონის წვენი ნელ-ნელა დავამაროთ, რომ სასურველი სიმჟავის სოუსი მივიღოთ.
მოვათავსოთ სასურველი ზომის თეფშზე ორაგული და გარნირი. სოუსი შეგიძლიათ მოასხათ ან ცალკე ჭურჭელში მიიტანოთ სუფრასთან. გავაფორმოთ კერძი დაკეპილი ნუშით, კენკრით და მიკრომწვანილით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: oraguli, ლიმონი, თაფლი, tafli, tevzeuli, brokoli, ბროკოლი, ორაგული, თევზეული, limoni ნანახია: 979 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]