ორაგულის სტეიკი ნაღებისა და ღვინის სოუსით / oragulis steiki naghebisa da ghvinis sousit
2025-02-27, 3:44 PM
შემადგენლობა:
მარილი და პილპილი
ნაღები - 150.00 მლ
ღვინო - 200.00 მლ
ხახვი - 1.00 თავი
ორაგულის სტეიკი - 1.00 ცალი
მომზადების წესი:
ორაგულის სტეიკი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან. ამოვიღოთ და გადავდოთ ცალკე თეფშზე. დარჩენილ ცხიმში ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. დავასხათ თეთრი ღვინო და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ნაღები და დაჭრილი ოხრახუში. წამოვადუღოთ და სოუსიც მზადაა.