Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ხბოს ხორცის ხვეულები ნეაპოლურად / gemrieli khbos khorcis khveulebi neapolurad
2017-08-23, 5:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
თეთრი ღვინო - 200 მლ
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - 1 კონა
ყველი პარმეზანი - 150 გ
პამიდორი საკუთარ წვენში - 1 ქილა
ხბოს ფილე - 6 ულუფა
შაქარი - 1 ჩ.კ
როზმარინი - 1 ტოტი
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
ფილეს თხელი ნაჭრები დავბეგვოთ.
წვრილად დავჭრათ ოხრახუში, ნიორი, გავხეხოთ პარმეზანი, შევურიოთ ერთმანეთში, დავადოთ დაბეგვილ ხორცის ნაჭრებს და გადავახვიოთ. დავამაგროთ ხის ჩხირით.
ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ყველა მხრიდან შევწვათ ხვეულები. დავასხათ ღვინო, ვადუღოთ 5 წუთი და დავამატოთ პამიდვრის პიურე , შაქარი, როზმარინი, მარილი, პილპილი და 35 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. სოუსი უნდა შესქელდეს და შემცირდეს.

გარნირად მოუმზადეთ მაკარონი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხვეულები, ხბოს ხორცი, xbos file, khbos file, xbos xorci, rozmarini, khbos khorci, როზმარინი, xveulebi, khveulebi ნანახია: 856 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]