Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ცხვრის ხორცი უგემრიელესი პიტნის სოუსით რქაწითელთან ერთად / ckhvris khorci ugemrielesi pitnis sousit rqatsiteltan ertad
2018-04-18, 4:23 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცხვრის ხორცი - 1,5 კგ
როზმარინი - 4 ტოტი, დაფქული
საქონლის ხორცის ბულიონი - 400 მლ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
მარინადი
წყალი - 250 მლ
პიტნა - 1,5 კონა
თეთრი ღვინის ძმარი - 125 მლ
მზესუმზირის ზეთი - 50 მლ
შაქარი
მარილი
პილპილი

მომზადების წესი:
მარინადისთვის განკუთვნილი წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, პიტნის ფოთლები და 2 სთ თავდახურული გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ზეთი. ამასობაში, ცხვრის ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და მაღალ ცეცხლზე
ყველა მხრიდან ზეთში შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ ბულიონი და 2 საათით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.
ხორცი დავჭრათ და ცოტა ხანს თავდახურული გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოვასხათ შემთბარი პიტნის სოუსი და მივიტანოთ სუფრაზე.

ღვინის შეხამება:
პიტნის სოუსში მომზადებულ უგემრიელეს ცხვრის ხორცს ისე არაფერი შეეწყვილება, როგორც კახური ტრადიციული წესით, ჭაჭაზე დაყოვნებით დაყენებული ყველაზე ცნობილი ქართული ღვინო - რქაწითელი. ღვინის ტანინები ხორცის ცხიმიანობას დააბალანსებს და რაც მთავარია კერძს არ დაუკარგავს პიტნისა და ხორცის პიკანტურ გემოსა და არომატს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ckhvris khorci, rozmarini, marinadi, cxvari, cxvris xorci, როზმარინი, ცხვრის ხორცი, ცხვარი, ckhvari, მარინადი ნანახია: 719 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]