Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ცხვრის ხორცი აღმოსავლურ სტილში / ckhvris khorci aghmosavlur stilshi
2017-06-21, 7:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
დარიჩინი - 2 ჯოხი
პილპილი - 1/2 ჩ.კ
წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ჩ.კ
ბროწეულის მარცვლები
ბაღის ვარდის ფურცლები, ხმელი - 2 ს.კ
პაპრიკა - 2 ს.კ
პიტნა - 1-2 ტოტი
ხახვი შალოტი - რამდენიმე ცალი
კომში - 1 ცალი
ხახვი - 300 გ
ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 700 გ
მიხაკი - 8-10 ბუტონი
კარდამონი (ილი) - 10 მარცვალი
ზაფრანა - მწიკვი
მარილი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
საღამოს ხორცს დაამატეთ პაპრიკა, შავი პილპილი, თითებით გასრესილი ბაღის ვარდის ფურცლები (ხმელი), მოასხით ცოტა ზეთი და კარგად აურიეთ. დატოვეთ მთელი ღამე მაცივარში.
მეორე დღეს, მოშუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაამატეთ ხორცი სუნელებიანად და განაგრძეთ შუშვა კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი.
კომში დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, გული ამოაცალეთ. კომშის გული, კარდამონი, დარიჩინი, მიხაკი გამოკარით მარლაში ან პატარა ტომარაში და ჩადეთ წვნიანში

30 წუთის შემდეგ ქვაბში ჩაამატეთ კომშის ნაჭრები და ხახვი შალოტი (მთლიანები, მხოლოდ გაფცქვენით). დაამატეთ ზაფრანაც. 15-20 წუთის შემდეგ (კომში დარბილებული უნდა იყოს) გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურული დატოვეთ გარკვეული ხნით. ასე გემო უკეთ დაბალანსდება. შემდეგ წვნიანი თეფშზე ამოიღეთ, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და პიტნის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტი, ckhvris khorci, ცხვრის ხორცი, cxvris xorci, cxvari, ckhvari, ცხვარი, kulinaria mzareuli receptebi ნანახია: 1087 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]