Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ცომში გახვეული ქათმის ბარკლები / comshi gakhveuli qatmis barklebi
2018-06-14, 1:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სტაფილო - 5 ცალი
ქათმის ბარკალი - 6 ცალი
წყალი - 1 ლ
ბულიონის კუბიკი - 1 ცალი
რძე - 400 მლ
გამდნარი კარაქი - 50 გ
ყველი ჩედერი
არაჟანი - 100 გ
ფქვილი - 400 გ
კვერცხი - 4 ცალი
საფანელი
ოხრახუში
ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:
ჩაასხით ქვაბში წყალი, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ჩააგდეთ ბოსტნეულის ბულიონის კუბი. მოხარშეთ ბულიონში ქათმის ბარკლები. ამოიღეთ ბარკლები და ნახარშს დაუმატეთ რძე, გამდნარი კარაქი, 100 გ არაჟანი, 350 გ ფქვილი - ურიეთ, სანამ მასა ცომივით არ გასქელდება. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და 3 ცალი კვერცხის გული. აურიეთ კარგად. გააგრილეთ ცომი და ხის კოვზის მეშვეობით გადმოიღეთ სამუშაო ზედაპირზე. გააკეთეთ გუნდები.
შემდეგ გუნდები გაარბტყელეთ და გაახვიეთ ბარკლები. ამოავლეთ თითოეული ბარკალი ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცში, ბოლოს კი საფანელში.
შეწვით დიდი რაოდენობის ცხელ ზეთში.
სუფრასთან მიიტანეთ გამდნარ ყველ ჩედერთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: qatmis barklebi, კიევური კატლეტი, kotleti, qatmis barkali, kievuri katleti, რეცეპტი, ქათმის ბარკლები, kulinaria, კულინარია, ქათმის ბარკალი ნანახია: 1077 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]