Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღორის ხორცის მწვადი ბოსტნეულით წითელ ღვინოსთან ერთად / ghoris khorcis mtsvadi bostneulit tsitel ghvinostan ertad
2018-04-18, 4:12 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ღორის ხორცი, რბილი - 1 კგ
ტკბილი წიწაკა, წითელი - 2
პომიდორი - 1
ბროკოლი - 200 გ
წითელი ხახვი - 2 თავი
ძმარი ბალზამიკო - 2 ს.კ
შაქარი - 1/2 ს.კ
ზეთი - 2 ს.კ
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ხახვი სეგმენტებად დავჭრათ. პომიდორი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ბროკოლი ყვავილედებად დავანაწევროთ. ხორცი დავჭრათ 36 ნაჭრად.
შაქარი და ბალზამიკო ტაფაზე შევაცხელოთ, სანამ შაქარი არ გადნება. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, წიწაკა, მარილი და ხორცის ნაჭრები. კარგად მოვურიოთ.
შამფურებზე წამოვაცვათ ხორცის ნაჭრები დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად, მოვათავსოთ გრილზე და შეწვისას თან ვასხათ ბალზამიკოსა და შაქრის ნარევი.
ასე მომზადებულ მწვადს მოტკბო გემო აქვს. ვისაც მოტკბო გემოს მწვადი არ უყვარს, შეუძლია ბალზამიკოს, ზეთის, წიწაკისა და მარილის ნარევში მოათავსოს ხორცი, 30 წუთი გააჩეროს და შემდეგ შეწვას ბოსტნეულთან ერთად ზემოხსენებული წესით.

ღორის ხორცის მწვადი ბოსტნეულით წითელ ღვინოსთნ ერთად
ამ კერძს ქვევრის საფერავი მოუხდება
ღვინის შეხამება:
ღორის მწვადს ყველაზე კარგად, კახური ტრადიციული საფერავი შეეხამება. ჩვენ ყველაზე მეტად მაინც ქვევრის ღვინოს გირჩევთ, რადგან ქვევრის წესზე დაყენებული მშრალი საფერავი საუკეთესოდ გამოხატავს ჯიშურ გემოსა და არომატს და მწვადის ცხიმიანობასაც მშვენივრად დააბალანსებს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: tsiteli ghvino, მწვადი, bostneuli, ბოსტნეული, mtsvadi, ghvino, mcvadi, witeli gvino, mwvadi, gvino ნანახია: 851 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]