Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯანი ფსტის და ნიგვზის სოუსით / badrijani fstis da nigvzis sousit
2017-07-16, 6:15 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ბადრიჯანი
სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
1 ხახვი
1 თავი ნიორი
200 მლ. ზეთი
100 გრ. ნიგოზი
70 გრ. ფსტა
50 გრ. გარჩეული მზესუმზირა
30 გრ. ქინძი

მომზადების წესი:
ყველა ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ. 2 ცალი ბადრიჯანი გამოვშიგნოთ, ისე რომ ნავის ფორმა მიიღონ, მესამე ბადიჯანი და გამოცლილი გულები დავჭრათ პატარა კუბებად და ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ½ ხახვთან ერთად.
ნავის ფორმის 2 ცალი ბადრიჯანი გადავახვიოთ ალუმინის ფურცელში, შევდოთ წინასწარ გახურებულ ჭუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
მოშუშული ბოსტნეული, ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, ფსტა და მზესუმზირა ჩავყაროთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ერთგავროვანი სქელი მასის მიღებამდე, შევაზავოთ მარილ-პილპილით და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ღუმელიდან გამოვიღოთ ბადრიჯანი, ვაცადოთ გაგარილება. შემდეგ ამომავსოთ დაბლენდერებული სქელი სოუსით.
მოვამზადოთ გარნირი: ზეთიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ წვრილ ღერებად დაჭრილი სხვადასხვა ფერის ბულგარული და ხახვი, დავუმატოთ ნიორი მარილი და პილპილი. ბოსტნეული ძალიან არ ჩაშუშოთ ტაფაზე, არ დაკარგოს ფერი და გემო.
ნავისებურ ბადრიჯანს მიუწყვეთ გარნირად ბოსტნეული და მორთეთ მზესუმზირის მარცვლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 966 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]