მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
შოტლანდიური კვერცხი ბატატის გარნირით / shotlandiuri kverckhi batatis garnirit
2017-07-16, 5:48 PM |
შემადგენლობა:
600 გრ. საქონლის ფარში
10 კვერცხი
2 თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
2 გრ. ქინძის სუნელი
2 გრ. ძირა
2 გრ. პილპილი
200 გრ. ფქვილი
300 გრ. საფანელი
1 ჩაის კოვზი მარილი
800 გრ. ბატატი
2 გრ. მუსკატი
50 გრ. კარაქი
100 მლ. ნაღები
1 მწიკვი წითელი წიწაკა
მომზადების წესი:
მოვხარშოთ 6 ცალი კვერცხი, საქონლის ფარშს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სუნელები, ერთი კვერცხი, მარილი და წიწაკა. კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მოხარშული კვერცხი გავაგრილოთ, გავფრცქვნათ, ფარში თხელ ფენად უნდა შემოვაკრათ კვერცხს ისე, რომ სრულად დაიფაროს და თან ვეცადოთ, რომ ფარში იყოს თანაბრად გადანაწილებული კვერცხის ზედაპირზე.
მოვამზადოთ ცალ-ცალკე თეფშზე ფქვილი, კვერცხი, საფანელი. კოტლეტი ჯერ ფქვილში შემდეგ კვერცხში, შემდეგ კი საფანელში ამოვავლოთ. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ ზეთი ისე, რომ წვის დროს კოტლეტები მთლიანად დაიფაროს. გავახუროთ ზეთი დაახლოებით 170 გრადუსამდე (თუ სპეციალური თერმომეტრი გაქვთ ეს საქმეს გაგიადვილებთ). კოტლეტები შეწვით, მანამ, სანამ ქერქი კარგ ოქროსფერს არ მიიღებს.
გავთალოთ ბატატი, დავჭრათ თანაბარი ზომის კუბებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავაკეთოთ პიურე. დავამატოთ ნაღები, მუსკატი, მარილი და პილპილი - გემოვნებით.
გადავიტანოთ თეფშზე. მივირთვათ თბილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |