Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის რულეტი - ალა იტალიანო / qatmis ruleti - ala italiano
2017-07-16, 5:37 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 ქათმის ფილე
500 გრ. პროშუტო
100 გრ. თხელად დაჭრილი მოცარელა
50 გრ. გარგრის ჩირი
20 გრ. ქიშმიში
50 გრ. ვაშლი
50 გრ. ისპანახი
15 გრ. შაშკვლავი
40 გრ. მჟაუნა
70 გრ. მზეზე გამომშრალი პომიდორი
120 მლ. ნაღები
5 გრ. ნიორი
100 მლ. თეთრი მშრალი ღვინო

მომზადების წესი:
ქათმის ფილე გავჭრათ ცენტრში, ისე, რომ გაიხსნას და პეპელის ფორმა მიიღოს. მოვათავსოთ დაფაზე, გადავაკრათ გრინი და ჩაქუჩით მსუბუქად გავაბრტყელოთ. გაბრტყელებულ ფილეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ, მთელი ფილეს სიგანეზე ჩავაფინოთ თხლად დაჭრილი პროშუტო, თხლად დაჭრილი მოცარელა (ნახევარი ჯამური მასის) და ბოლოს მზეზე გამშრალი პომიდორი. ფილე რულეტივით დავახვიოთ და კანფეტივით გავახვიოთ გრინში, ბოლოები გავკვანძოთ და მოვხარშოთ მდუღარე წყალში 15 წუთის განმავლობაში.
პარალელურად, 2 ცალი გამოშრალი პომიდორი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, გარგრის ჩირი და ქიშმიშიც იმავე ზომაზე დავჭრათ. ისპანახი, მჟაუნა, ვაშლი და შაშკვლავი დავჭრათ წვრილ ფირფიტებად, ვაშლს მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ დაჟანგდეს. ყველა ინგრიდიენტი ავურიოთ, რომ მივიღოთ სალათი.
მოხარშული რულეტი ამოვიღოთ წყლიდან, მოვაშოროთ გრინი, მოვაყაროთ მარილი და ამოვავლოთ ფქვილში. გავაცხელოთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და დავბრაწოთ გაოქროსფრებამდე.
სოუსისთვის დავსრისოთ და დავჭრათ ნიორი, ჩავყაროთ ტაფაში, დავასხათ ღვინო და მოვთუშოთ. როდესაც ღვინის მესამედი აორთქლდება დავამატოთ ნაღები, აქტიურად ვურიოთ, ისე, რომ ნაღები არ აიჭრას. ნაღების წამოდუღების შემდეგ ჩავხეხოთ დარჩენილი ყველი.
გაოქროსფრებული ფილე დავჭრათ მედალიონებად, მოვასხათ სოუსი და მივაყოლოთ სალათი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, როგორ, rogor ნანახია: 943 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]