მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ვერმიშელი უპმა ინდურად / vermisheli upma indurad
2017-07-16, 5:20 PM |
შემადგენლობა:
500 გრ. ვერმიშელი
140 გრ. არაქისი
40 გრ. ქოქოსი
60 გრ. ფსტა
10 გრ. პაპრიკა
6 გრ. წითელი ღერღილი წიწაკა
6 გრ. მდოგვის მარცვლები
160 გრ. ჩორიზო
10 გრ. ნიორი
70 გრ. ხახვი
100 გრ. პომიდორი
40 გრ. ქინძი
მომზადების წესი:
1. პირველი ეტაპია ვერმიშელის დაბრაწვა. გავაცხელოთ ტაფა, დავყაროთ ვერმიშელი და ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, რომ ნახევარი გამუქდეს.
2. შემდეგ, არაქისი და ფსტა მოვათავსოთ ტაფაზე, მოვაყაროთ პაპრიკა, დაღერღიხილი წიწაკა და 1-2 სუფრის კოვზ ზეთთან ერთად მოვხალოთ.
3. ამოვიღოთ არაქისი და ფსტა ტაფიდან და იმავე ტაფაში, დაბალ ცეცხლზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 წუთის შემდეგ მდოგვის მარცვლები. კიდევ 2 წუთის შემდეგ ჩავსრისოთ ნიორი და დავაყაროთ გულამოცლილი, პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი და იმავე ზომაზე დაჭრილი ჩორიზო.
4. ეს ყველაფერი მოვთუშოთ 5 წუთით და შემდეგ დავაყაროთ მობრაწული ვერმიშელი. მასას დავასხათ იმდენი მდუღარეე წყალი, რომ ვერმიშელი დაიფაროს 130%-ით, დავუმატოთ 2 გრამი მარილი, დავახუროთ სახურავი და 7-8 წუთით დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე.
მოხარშვის შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ცოტა ქოქოსი ფანტელი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |