მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გემრიელი ნამცხვარი კიშ ლორენი / gemrieli namckhvari kish loreni
2017-07-16, 5:09 PM |
შემადგენლობა:
400 გრ. ფქვილი
200 გრ. კარაქი
5 გრ. მარილი
3 კვერცხი
200 მლ. ნაღები
200 გრ. ბეკონი
1 თავი ხახვი
1 მწიკვი მუსკატი
200 გრ. ყველი გრუერი
მომზადების წესი:
შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი და მარილი. დავამატოთ ერთი მწიკვი შაქარი და პატარა კუბებად დაჭრილი კარაქი. ხელით გასრისოთ ისე, რომ მივიღოთ ფხვიერი მასა.
შემდეგ, დავუმატოთ წყალი და კარგად მოვზილოთ. გადავაკრათ გრინი და დავასვენოთ რამდენიმე წუთი.
გავაბრტყელოთ ცომი, ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში, დავადოთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან ტვირთი (ლობიო ან ბარდა). გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე.
მოვთუშოთ ხახვი და ბეკონი. ავთქვიფოთ ნაღები და კვერცხი. შევურიოთ ერთმანეთს ბეკონი და ათქვეფილი მასა.
დავამატოთ გახეხილი ყველი და ერთი მწიკვი მუსკატი. დავასხათ გამომცხვარ ცომში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
რეცეპტის ავტორი — გიორგი იოსავა
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |