მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პაეა / paea
2017-07-11, 8:27 PM |
შემადგენლობა:
1 ქათმის ბარკალი (უძვლო და კანის გარეშე)
1/2 ჩორიზო
500 გრ. კრევეტი
500 გრ. მიდიები
350 გრ. მწვანე ბარდა
თითო-თითო ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის
1 ხახვი
3 ნიორი
1 ლიტრი ქათმის ბულიონი
1 მწიკვი ზაფრანა
500 გრ. ბრინჯი არბორიო
100 მლ. თეთრი ღვინო
2 პომიდორი
7 გრ. პაპრიკა
მომზადების წესი:
პაეას ტაფაზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ დაკეპილი ნიორი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათამი და ჩორიზო. მოვბწაწოთ.
დავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი ბოსტნეული, დავასხათ თეთრი ღვინო, ბულიონი, პაპრიკა, დავაყაროთ ბრინჯი, როდესაც ცოტა მოიხარშება მოვაყაროთ ზღვის პროდუქტები და მწვანე ბარდა.
შევკმაზოთ მარილით და დაველოდოთ ბრინჯის მოხარშვას.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |