მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩაქაფუტლეტები / chaqafutletebi
2017-07-11, 7:31 PM |
შემადგენლობა:
1 კგ. შერეული ფარში (საქნლის და ღორის ხორცი)
1 კონა ტარხუნა
1 კონა მწვანე ხახვი
1 კვერცხი
2 კბილი ნიორი
200 მლ. თეთრი ღვინო
მწვანე ტყემლის საწებელი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, წვრილად დაჭერით მწვანილები (ტარხუნის შემთხვევაში მხოლოდ ფოთლები). შერეული ფარში გემოვნებით შეკმაზეთ მარილით და პილპილით, შეურიეთ მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი, 1-2 სუფრის კოვზი მწვანე ტყემლის საწებელი, კვერცხი და კარგად გადაზილეთ.
მიღებულ მასას მიეცით სასურველი ზომის ბურთის ფორმები (უმჯობესია ბურთები იყოს ცოტა მოზრდილი, რომ შეწვის დროს არ გამოშრეს). ტაფაზე მოასხით ზეთი და ხორცის ბურთების შეწვა დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ მდგომარეობაში დაიწყეთ. დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, მოხადეთ თავსახური, ცეცხლს მოუმატეთ და ბურთები ყველა მხრიდან შეწვით.
როდესაც შეატყობთ, რომ ხორცი შეიწვა, თეთრი მშრალი ღვინო მოასხით და 1-2 წუთით თავდახურულ მდგომარეობაში დატოვეთ ცეცხლზე. იმისთვის, რომ ეს კერძი გემრიელად მიირთვათ, თეფშზე პირველ რიგში მოასხით მწვანე ტყემლის სოუსი (გემოვნებით), შემდეგ ზედ მოათავსეთ „ჩაქაფუტლეტები“ და ბოლოს, მოასხით ტაფაზე დარჩენილი ღვინის სოუსი!
გახსოვდეთ, „ჩაქაფუტლეტის“ თითოეული ლუკმა ამ სამივე ელემენტს უნდა მოიცავდეს!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |