Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის როლი გუაკამოლეს სოუსით / qatmis roli guakamoles sousit
2017-07-11, 7:02 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

გუაკამოლეს ინგრედიენტები:
3 ავოკადო
15 გრ. ქინძი
20 გრ. წითელი ხახვი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 კბილი ნიორი
1 პომიდორი

როლის ინგრედიენტები:
1 შეკვრა ლავაში
2 ქათმის ფილე
100 მლ. ზეთი
2 კიტრი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოამზადეთ გუაკამოლე: ავოკადო გაჭერით შუაზე , როგორც სურათზეა ნაჩვენები და ამოაცალეთ კურკა. რბილობი შეგიძლიათ კოვზით ამოიღოთ, გადაიტანოთ ცალკე ჯამში და დასრისოთ ჩანგლით. დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, გახეხილი ნიორი და მარილი. გუაკამოლე მზადაა.
ქათმის ფილეს მოყარეთ მარილი და პილპილი. შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. შემდეგ დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. გათალეთ კიტრი. დაჭერით გრძელ და წვრილ ნაჭრებად.
ლავაში გაშალეთ როგორც სურათზეა ნაჩვენები, წაუსვით თხლად გუაკამოლეს სოუსი, შემდეგ შემწვარი ქათმის ხორცი და წვრილად დაჭრილი კიტრი.
გადაახვიეთ ლავაში.
გაჭერით შუაზე და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, receptebi, rogor movamzado, როგორ, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 1288 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]