მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ორაგულის სტეიკი მაყვლის სოუსით / oragulis steiki makvlis sousit
2017-07-11, 6:49 PM |
შემადგენლობა:
1 ორაგულის სტეიკი
200 გრ. მაყვალი
100 მლ. წითელი მშრალი ღვინო
70 მლ. ნაღები
100 გრ. სალათის ფოთლების მიქსი
1 ლიმონი
60 მლ. ზეითუნის ზეტი
50 გრ. კამის ბოლქვი
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ, დაჭერით სასურველ ზომებად და გადაურიეთ წვრილად დაჭრილ კამის ბოქვს. ზეითუნის ზეთი და ლიმონი ერთმანეთს შეურიეთ და მოასხით სალათის მიქსს. გააფორმეთ მაყვლით.
ორაგულის სტეიკს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეწვით გრილზე ან ტაფაზე (ან სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 10 – 12 წუთის განმავლობაში).
მოამზადეთ სოუსი - მაყვალი ჩაყარეთ პატარა ზომის ქვაბში, მოასხით შავი ღვინო და წამოადუღეთ. დუღილიდან 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ნაღები. ადუღების შემდეგ გამორთეთ და აცადეთ გაგრილება, შემდეგ დააბლენდერეთ. შეაზავეთ მარილით და თეთრი პილპილით.
მოასხით სოუსი ორაგულს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |