Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პავლოვა / pavlova
2017-07-03, 6:27 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
100 გრ. შაქარი
100 გრ. დაფქული შაქარი
4 კვერცხის ცილა
0.5 ლიმონის ცედრა
0.5 ლიმონის წვენი
1 მწიკვი მარილი
100 მლ. ნაღები
100 გრ. მასკარპონე
80 გრ. დაფქული შაქარი
5 გრ. ვანილი
მარწყვი გასაფორმებლად

მომზადების წესი:
ჯამში მოათავსეთ კვერცხის ცილა, დაამატეთ მარილი და დაიწყეთ თქვეფა მიქსერით. როცა საშუალო დონემდე გამყარდება დაიწყეთ შაქრის დამატება ნელ-ნელა. იქამდე თქვიფეთ, სანამ არ გამაგრდება. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა, ფრთხილად მოურიეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი. ისევ ფრთხილად მოურიეთ. ბეზე უნდა იყოს მყარი და არა თხევადი.
გადაიტანეთ ბეზე (მერენგა) საკრემავში და პერგამეტზე დასვით წრიულად 2 დისკი. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე მინიმუმ 30 მაქსიმუმ 60 წუთი. რაც უფრო პატარაა ბეზეები მით უფრო მალე ცხვება, უფრო დიდს მეტი დრო სჭირდება. გამოცხობისას არავითარ შემთხვევაში არ გამოაღოთ ღუმელის კარი. გამომცხვარი ბეზე გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
პავლოვას მოსართავად ჩვენ მოვამზადეთ მარტივი კრემი, რომელიც მალევე კეთდება. ამ კრემს არ ჭირდება ხარშვა, არც ბევრი თქვეფა. ამოვიყვანოთ კარგად ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ცალკე, ოდნავ გადავთქვიფოთ მასკარპონე, ეს ორი კრემი გავაერთიანოდ კოვზით და მოვრთოთ ჩვენი ბეზეები. ზემოდან მოვაყაროთ ნებისმიერი კენკრა და დავადოთ მეორე ბეზეს დისკი.

რეცეპტის ავტორი — თამარ სორდია GastroGuide.Borjomi.Com - ისთვის


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, receptebi, როგორ, rogor movamzado, როგორ მოვამზადო, rogor ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]