მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
თეთრი ამური და მწვანე ლობიო ფეტვით / tetri amuri da mtsvane lobio fetvit
2017-07-03, 5:31 PM |
შემადგენლობა:
1 თეთრი ამური
გარნირი
100 მლ. ზეთი
200 გრ. მწვანე ლობიო
100 გრ. ფეტვი
8 ღერო მწვანე ხახვი
5 ცალი ჩერი პომიდორი
10 გრ. ოხრახუში
3 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი კეშიუ
1 ჩაის კოვზი პაპრიკა
მარილი გემოვნებით
საკმაზი
5 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
1 სუფრის კოვზი არაქისის კარაქი
1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
2 კვერცხი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
100 გრ. სიმინდის ფანტელები
მომზადების წესი:
მარინადის ინგრედიენტები გადავურიოთ კარგად ერთმანეთში, თევზს ორივე მხრიდან წავუსვათ, გავაჩეროთ ასე 10 წუთის განმავლობაში. სიმინდის ფანტელებს ვიყენებთ როგორც საფანელს, ამიტომ დააქუცმაცეთ წვრილად. დამარინადებული თევზი ამომავლოთ ამ საფანელში და ზეთიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ორივე მხრიდან. (თუ დიდი ზომის ტაფა არ გაქვთ თევზი დაჭერით ნაჭრებად და ისე დაამარინადეთ, შემდეგ ამოავლეთ საფანელში და შეწვით ტაფაზე). შემწვარი თევზი გავახვიოთ ალუმინის ფურცელში და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შევდგათ 10 წუთის განმავლობაში.
მოვამზადოთ გარნირი: ფეტვს დავასხათ 2-ჯერ მეტი მდუღარე წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. დაახლოებით 10 წუთში მოიხარშება, მიხვდებით, როდესაც ფეტვის მოცულობა გაიზრდება და წყალს სრულიად დაიშრობს.მოხარშული ფეტვი გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში გასაგრილებლად.
ცალკე, ზეთიან ტაფაზე, მოშუშეთ ლობიო, (ასეთი ლობიო იყიდება დიდ სუპერმარკეტებში გაყინულ ნახევრადმომზადებულ მდგომარეობაში, ამიტომ მისი მომზადება ძალიან ადვილია და არის ძალიან გემრიელი) დაუმატეთ კარგად გარეცხილი, 3 სმ. სისქის რგოლებად დაჭრილი, პრასი. შემდეგ პაპრიკა, ბოლოს დაუმატეთ ფეტვი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, გახეხილი ნიორი, აკეპილი კეშიუ და შეაზავეთ მარილით.
სერვირება
გადაიტანეთ თევზი სასურველ ჭურჭელში, მიიტანეთ სუფრასთან გარნირთან ერთად. შეგიძლიათ პირდაპირ პორციულად გაანაწილოთ.
რეცეპტის ავტორი — მაიკო ნავროზაშვილი GastroGuide.Borjomi.Com - ისთვის
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |