მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ხორცის ველინგტონი / khorcis velingtoni
2017-07-03, 5:25 PM |
შემადგენლობა:
1 კგ. საქონლის სუკი
500 გრ. ბეკონი
800 გრ. ქამა სოკო
1 ხახვი
3 ჩაის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
1 კვერცხი
700 გრ. ფენოვანი ცომი
100 მლ. ზეითუნის ზეთი
2 ჩაის კოვზი მარილი
2 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ძირა
მომზადების წესი:
საქონლის ხორცს მოაყარეთ მარილი, ზეთიან ტაფაზე მობრაწეთ ყველა მხრიდან, შემდეგ წაუსვით მდოგვი და აცადეთ გაგრილება. სოკო, ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაკეპეთ ძალიან წვრილად, ცხელ ტაფაზე დაყარეთ და მოშუშეთ, მანამ სანამ ზედმეტი სითხე არ ამოშრება ტაფიდან. დაამატთ ძირა და მარილი გემოვნებით.
საკვებ ცელოფანზე (გრინზე) დააფინეთ ბეკონი, შემდეგ წაუსვით თანაბრად მოშუშული სოკოს მასა. დადეთ შემწვარი საქონლის ნაჭერი ზედ და გაახვიეთ რულეტი ისე, რომ ბეკონი და მასზე დაფენილი მასა კარგად ეკვროდეს ხორცს გარშემო. ბოლოები მოუკარით ისე, რომ მიიღოს ძეხვის ფორმა, შედგით მაცივარში 20 წუთით.
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 3-4 მმ. სისქის ზომაზე. გამოიღეთ მაცივრიდან რულეტი, ფრთხილად მოხსენით ცელოფანი და ამჯერად ცომში გადაახვიეთ ისე, რომ ცომმა სრულიად დაფაროს რულეტი.
რულეტს გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.
რეცეპტის ავტორი — მაიკო ნავროზაშვილი GastroGuide.Borjomi.Com - ისთვის
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |