მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ყველის ფონდიუ შვეიცარიული კერძი / kvelis fondiu - shveicariuli kerdzi
2017-07-03, 3:42 PM |
შემადგენლობა:
ყველი (სასურველია გრუიერი+ემენტალი) – 400 გრამი
თეთრი ღვინო – 2/3 ღვინის ჭიქა (ყველში შესარევად)
ნიორი – 1 დიდი კბილი
შავი პილპილი – გემოვნებით
ფონდიუს სპეციალური ქვაბი, ქვემოდან სპირტქურითა და სპეციალური ჩანგლებით.
მომზადების წესი:
ვიდრე ყველის მასას სქელძირიან ქვაბში გასადნობად მოათავსებთ, პირველ რიგში შვეიცარელებისთვის აუცილებელი რიტუალის ჩატარება მოგიწევთ: ნიორი უნდა აიღოთ, შუაზე გაჭრათ და ტაფის ძირსა და კედლებზე კარგად მოუსვამთ.
ამის შემდეგ ქვაბში ყველს ათავსებთ, თითქმის 2/3 ჭიქა თეთრ ღვინოს ასხამთ, წვრილად დაჭრილ ნიორს უმატებთ და დაბალ ცეცხლზე დგამთ.
ყველს ხის კოვზით ხშირად, თითქმის მუდმივად უნდა ურიოთ, რომ მასა თანაბრად შეერიოს ღვინოს და ძირზეც არ მიიწვას. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება, შავი პილპილით უნდა შეაზავოთ და ფონდიუს სპეციალურ ქვაბში გადაიტანოთ. სპეციალურ ქვაბს, ქვემოდან სპირტქურა ახლავს ხოლმე, ან შეგიძლიათ დეკორატიული სანთელი შეუნთოთ, რომ გამდნარმა ყველმა სიმხურვალე შეინარჩუნოს და არ გამაგრდეს.
გარდა ამისა, სპეციალური მომზადება ჭირდება პურსაც, რომლითაც ფონდიუ უნდა მიირთვათ. ამისთვის საჭიროა ოდნავ გამხმარი, რამდენიმე დღის მაგარი პური, რომელსაც პატარა კუბიკებად დაჭრით და საპურე თეფშზე დააწყობთ. ფონდიუს მირთმევისას სპეციალური ორკაპა ჩანგლით პური ყველში კარგად უნდა ამოავლოთ, ყველის მასას ამოურიოთ (რომ ერთგვაროვნება და ტემპერატურა შეინარჩუნოს – ესეც რიტუალის შემადგენელი ნაწილია) და მიირთვათ.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |